უახლოეს მომავალში აქციას დავაანონსებ, დამიდექით გვერდში - ლახზარე გრიგორიადისის მამა

09.04.23 20:57
უახლოეს მომავალში აქციას დავაანონსებ, დამიდექით გვერდში - ლახზარე გრიგორიადისის მამა

21 წლის ლაზარე გროგირადისის მამა უახლოეს მომავალში აქციას აანონსებს. ამის შესახებ მან პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

ბექა გრიგორიადისმა საზოგადოებას გვერდშ დგომისკენ მოუწოდა. 

ახლო მომავალში დავაანონსებ ისეთ აქციას, რომელზეც მოვა განსაკუთრებით ახალგაზრდობა და ყველა ასაკი ადამიანი, რომელიც ღელავს უკანონო პატიმრების გამო. სამ კაც ვიცნობთ, ხომ? ბატონ მიხეილს, ნიკას და ლაზარეს. ძალიან გთხოვთ, დამიდექით გვერდში, რომ ლაზარე გავათავისუფლოთ და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ წავიყვანოთ იქით, სადაც ევროოპაა, - თქვა ბექა გრიგორიადისმა.