რა ბედი ელის რესპუბლიკურს - მინისტრმა პრეზენტაცია კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გამართა

10.04.23 12:05
რა ბედი ელის რესპუბლიკურს - მინისტრმა პრეზენტაცია კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გამართა

რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი ამ წუთებში წყდება. ჯანდაცვის მინისტრი ქალაქის ყველაზე დიდ კლინიკასთან დაკავშირებით პრეტეზენტაციას მართავს. აზარაშვილი გეგმას კლინიკის ნაცვლად სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ში  წარადგენს.  მედიკოსების ნაწილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას ტელევიზორიდან გაიგებს.

ათობით ადამიანი ახლა რესპუბლიკური საავადმყოფოშია და აქციას მართავს. მედიკოსები ჯანდაცვის მინისტრის გადაყწვეტილებას უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ მთავორბის ერთადერთი მიზანი კლინიკის დანგრევაა. 

ჩვენ მოველოდით, რომ მოვიდოდა კლინიკაში, შეხვდებოდა ყველა ექიმს, მაგრამ რატომღაც ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვიტა მხოლოდ ექიმტა მცირე წრე საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრს შეხვედროდა. სამწუხაროდ, მოლოდინები არ მაქვს, ვინაიდან მინისტრმა რაღაც ორი თვის განმავლობაში კონცეფცია შეიმუშავა შენობის დანგრევის თუ აშენების გეგმა, რომელიც არ არის დამტიცებული და არ აქვს გავლილი არცერთი ეტაპი. მე და თანამშრომლების უმრავლესობას რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთადერთი მიზანი არის კლინიკის დანგრევა, - ამბობს მედიკოსი.  

"პირველების" შეკითხვას, რატომ არ გაიმართა პრეზენტაცია კლინიკაში, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ზაზა ავალიანი არ პასუხობს.  

შეგახსენებთ, რომ მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს გეგმავს. მედიკოსები მათ უნდობლობას უცხადებენ და უწყვე რეჟიმში მუშაობას ითხოვენ.

ექიმების მოთხოვნაა ასევე კლინიკის დირექტორის ზაზა ავალიანის გადადგომა.