ხაშურის ეპარქიაში სკანდალმა იფეთქა - "მეუფე ბიზნესმენებს დაერია და წილში ჩაჯდომას ითხოვს"

10.04.23 11:30
ხაშურის ეპარქიაში სკანდალმა იფეთქა - "მეუფე ბიზნესმენებს დაერია და წილში ჩაჯდომას ითხოვს"

"სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი, მეუფე სვიმეონი ამბიონიდან საღვთო ქადაგების ნაცვლად, ცილისწამებითაა დაკავებული" - სკანდალური განცხადება "ტვ პირველთან" ხაშურელმა სამოქალაქო აქტივისტმა, ზაზა მეხრიშვილმა გააკეთა. 

ცნობილია, რომ მეხრიშვილი ხაშურში მდებარე იმ უპოვართა სახლის ხელმძღვანელია, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მილიონერ მოადგილე და ბიზნესმენი, ლევან გამრეკელი აფინანსებს.

მეხრიშვილი ამტკიცებს, რომ სამი დღის წინ, ქადაგებისას სასულიერო პირმა განაცხადა, რომ უპოვართა სახლიდან მისი ხელმძღვანელი ფულს იპარავს. 

მეხრიშვილი მაღალი სასულიერო პირისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. 

ბრალი დამდო, რომ თითქოს გაჭირვებული ადამიანების თანხებს ვჭამ. ეს ყველაფერი, ქვიშხეთში, აღდგომის ეკლესიაში ქადაგებისას ისაუბრა. შურისძიების მიზეზი ის არის, რომ გამრეკელი მეუფეს ფულებს არ აძლევს და გამწარებულია. სასულიერო პირი მთელი ქალაქის ბიზნესმენებს დაერია - ყვალა საქმეში წილში ჩაჯდომას ითხოვს. ამასთან სახელმწიფოს კუთვნილი, 80 ჰექტარი მიწის მისაკუთრება უნდა"- განაცხადა მეხრიშვილმა. 

სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტს სამოქალაქო ატივისტის სკანდალურ განცხადებაზე კომენტარი არ გაულეთებია. 

რაც შეეხება სკანდალურ ქადაგებას, მეუფე სვიმეონმა ლევან გამრეკელზე თქვა, რომ "ის ქველმოქმედი კი არ არის, არამედ  პიარს იკეთებს".