გადადგი ევროპული ნაბიჯი - ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ
ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას მუსიკოსები და მსახიობები შეუერთდნენ. საგანგებო განცხადება დედა ენის ბაღში გაკეთდა, სადაც სალომე ზურაბიშვილს "მთავარი არხის" დამფუძნებლის შეწყალება სთხოვეს.
„გადადგი ევროპული ნაბიჯი“- მიმართავს კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტს.
ბატონებო თქვენი სისტემა დალპა, ხომ ხედავთ თქვენ მოსამართლეებს არ ენდობიან არც საქართველოში არც საზღვარგარეთ. გადადგით სწორი ნაბიჯი და დროზე გამოუშვით ნიკა, ის ისეთივეა ზუსტად თქვენთვის, გინდ ციხეში მჯდარა, გინდ გარეთ, თქვენთვის არის საშიშროება, ყველა ვარიანტში. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ნაკლები ილაპარაკოს და მეტი საქმე გააკეთოს, მაგისთვის გვყავს ჩვენ დღეს მაგ თანამდებობაზე", - თქვა საოპერო ვარსკვლავმა, პაატა ბურჭულაძემ.