"აბსურდის თეატრია, ტყუილია" - მეუფე სვიმეონი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენისთვის ფული არ მოუთხოვია

10.04.23 13:32
"აბსურდის თეატრია, ტყუილია" - მეუფე სვიმეონი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენისთვის ფული არ მოუთხოვია

"აბსურდის თეატრია, ტყუილია" - სკანდალში გახვეული სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილისთვის ფული არასდროს მოუთხოვია. 

როგოპრც მაღალმა იერარქმა TV Monitoring-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ლევან გამრეკელთან ურთიერთობას თავად დაალაგებს. 

ქადაგება რასაც შეეხებოდა იმ წუთას დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას, ჩემს სულიერ შვილებთან მე თვითონ გავერკვევი. ტყუილია რომ თანხა ვთხოვე გამრეკელს. ამ ცილისწამების გამო, შემდეგ, რა თქმა უნდა, ადამიანების მხილება გვიწევს. ჩემი მხრიდან არანაირი დაპირისპირება არ არის. როგორც არ უნდა იყოს დამნაშავე, ჩვენი ეპარქიის შვილია და ყველანაირად ვეცდებით, რომ გზაზე დავაყენოთ", - თქვა მეუფე სვიმეონმა.

სამი დღის წინ ქადაგებისას მეუფე სვიმეონმა ლევან გამრეკელი გააკრიტიკა და მას პოპულისტი უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი თავდასხმის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც გამრეკელმა სურამისა და ხაშურის მიტროპოლიტს ფული არ მისცა.