ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო - ზურაბიშვილმა ლაშა ხუციშვილი სიიდან ისევ ამოიღო
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები დაიწყო, თუმცა ორბელიანის სასახლეში არ გამოჩენილა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი.
"პირველების" ინფორმაციით, ხუციშვილი იმ რვა კანდიდატს შორის ვერ მოხვდა, რომელიც გრძელი სიიდან პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეაჩერა, არადა ქართული ოცნების გეგმის მიხედვით, ხუციშვილი ჯერ საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო, შემდეგ კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კანდიდატებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძეც. მისი თქმით, ის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
კითხვა იყო რას ვფიქრობ გარკვეულ ეკონომიკურ საკითხებზე. ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე და ა.შ. რამდენად ვიმსახურებ არ ვიცი, ეს ჩემი გადასწყვეტი არ არის. თუ ვიმსახურებ, ალბათ გავხდები. ჩამი აზრით, შეიძლება. საბჭოს წევრობას ვაკმაყოფილებ. მაქვს რპგორც პრაქტიკული, ისე თეორიული გამოცდილება. იმ კრიტერიუმებს რასაც კანონი მოითხოვს, რა ტქმა უნდა ვაკმაყოფილებ"- თქვა მან.