3 ბოდიში ჯანდაცვის მინისტრისგან - რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი წლის ბოლომდე გადაიდო

10.04.23 20:37
3 ბოდიში ჯანდაცვის მინისტრისგან - რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი  წლის ბოლომდე გადაიდო

3 ბოდიში მინისტრისგან -  ზურაბ აზარაშვილის ბოდიშების მიუხედავად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედი კვლავ გაურკვეველია. მინისტრმა პროტესტის რეჟიმში მყოფ კლინიკაში მისვლა ვერ გაბედა და პრეზენტაცია სასტუმროში გამართა, სადაც საავადმყოფოს 600 კაციანი პერსონალიდან მხოლოდ რამდენიმე ექიმი იმყოფებოდა.

ერთის მხრივ, აზარაშვილი მედპერსონალს ჰპირდება, რომ ყველა სამსახურს შეინარჩუნებს და კლინიკა პაციენტების მიღებას განაგრძობს, თუმცა ამავე დროს, საუბრობს, რომ შენობა   გადაუდებელ დემონტაჟს ექვემდებარება. 

ჯანდაცვის მინისტრი სამხარაულის ექსპერტების დასკვნას იშველიებს, რომლის მიხედვითაც კლინიკა ავარიულია.  ერთადერთი პირობა, რაც დღეს მედიკოსებმა მიიღეს ის არის, რომ სრულყოფილი საექსპერტო დასკვნებამდე რესპუბლიკური საავადმყოფო მუშაობას განაგრძობს. საუბარია მაქსიმუმ რამდენიმე თვეზე. კლინიკის დემონტაჟზე ჯანდაცვის სამინისტრომ უარი მხოლოდ წლის ბოლომდე  თქვა.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.