მეუფე სვიმეონი "ოცნების" ჩინოვნიკს ფულის გამო დაუპირისპირდა - სკანდალში გახვეული მღვდელი იმალება

10.04.23 20:33
მეუფე სვიმეონი "ოცნების" ჩინოვნიკს ფულის გამო დაუპირისპირდა - სკანდალში გახვეული მღვდელი იმალება

აღსარების საიდუმლოს გათქმაში მხილებული მეუფე საკუთარ რეზიდენციაში ჩაიკეტა. მთელი დღეა  არც ჟურნალისტებს და არც სტუმრად მისულ სხვა სასულიერო პირებს მიტროპოლიტი კარს არ უღებს.

მეუფე სვიმეონი დიდ სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც "ქართული ოცნების" ადგილობრივ ჩინოვნიკს,  სავარაუდოდ,  ფულის გამო დაუპირისპირდა. მიტროპოლიტმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ფული სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

ამის გამო ლევან გამრეკელი თავდასმხის ობიექტი სასულიერო პირისგან გახდა. გავრცელებული ინფორმაციით,  შაბათის წირვის დროს,  მიტროპოლიტმა  ქადაგების დიდი ნაწილი სწორედ "ოცნების" მაღალჩინოსნის ლანძღვას დაუთმო.  

ეს არ არის ერთადერთი სკანდალი, რომელშიც   ხაშურის ეპარქიის ხელმძღვანელი ეხვევა. სვიმეონ ცაკაშვილი  ბიზნესის მფლობელია და დიდ ფულს კომერციული ფართების გაქირავებით შოულობს.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.