"ჩანაწერის მიტანისგან თავს შევიკავებ, უნდობლობა მაქვს" - ანანია გაჩეჩილაძე რამიშვილის წინააღმდეგ პოლიციას ჩვენებას მისცემს
„ქართული ოცნების„ პოპაგანდისტის, შალვა რამიშვილის წინააღმდეგ ანანია გაჩეჩილაძე პოლიციას ჩვენებას ოფიციალურად მისცემს. სექსუალური შევიწროვების სავარაუდო მსხვერპლი გამოკითხვაზე დიღმის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად ზუსტად 12 საათზე მივა.
გაჩეჩილაძე დღეს სამმართველოში ჩანაწერის მიტანას არ აპირებს, რადგან ამბობს, რომ უწყებას არ ენდობა.
შეხვედრა გამოწვეულია ჩემი მხრიდან ინიციატივის შედეგად. რაც შეეხება ჩანაწერის მიტანას, ამ შემთხვევაში თავს შევიკავებ, რადგან ასევე მსხვერპლი მაკო ჯაბუა იყო გამოკითხული ძალიან არემპათიურად და არათანაგრძნობით, შესაბამისად, იგივე გამომძებლებთან და იგივე სტრუქტურებთან ჩემი ურთიერთობა არ მგონია, რომ განსხვავებულ ფორმატში წარიმართოს. შესაბამისად უნდობლობა მაქვს ამ ეტაპისთვის. შსს-ც ამ სახელისუფლებო ვერტიკალთან შეკრულია, მთავარი პროპაგანდისტის დაცვის კუთხით. იგივე ტელეფონზე მიყურადება და თვალთვალი არ არის გასაკვირი". - ამბობს გაჩეჩილაძე.
ანანია გაჩეჩლაძე ასევე ომბუდსმენთან შეხვედრას გეგმავს და აპირებს ლევან იოსელიანს აჩვენოს სავარაუდო დანაშაულის დამადასტურებელი აუდიო ჩანაწერი.
ანანია გაჩეჩილაძე მეხუთე ქალია, რომელიც რამიშვლის მხრიდან გარყვნილი ქმედების და შევიწროვების შესახებ ღიად ალაპარაკდა. პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, შალვა რამიშივლი თავისუფალია დ აისევ ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს.