რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ პროტესტის ეპიცენტრია - ექიმებმა მინისტრისგან პასუხები ისევ ვერ მიიღეს

11.04.23 11:54
რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ პროტესტის ეპიცენტრია - ექიმებმა მინისტრისგან პასუხები ისევ ვერ მიიღეს

რესპუბლიკური საავადმყოფო ისევ პროტესტის ეპიცენტრია. ქვეყნის მთვარი კლინიკის ბედი ისევ გაურკვეველია. მედიკოსებმა მინისტრისგან დაპირებები მიიღეს, თუმცა აზარაშვილის განცხადებები მათთვის არადამაჯერებელია.

მინისტრი ამტკიცებს, რომ ექიმებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებს, თუმცა პარალელურად, კლინიკის დანგრევას აანონსებს.

მედიკოსები  კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ.

სიტყვების ცვლილებაა, რომ კი არ დაინგრევა, სიტყვაზე, შეიძლება სიტყვა „ნგრევა“ „დემონტაჟით“ შევცვალოთ. ჩვენთვის იგივეა. თუნდაც ის ვადები, რაღაც გაუკრვევლი, ორი თვე, სამი თვე, ოთხი თვე, ესეც აბსოლუტურად ჩვენთვის გაურკვეველი და მიუღებელია. მათ ბოლომდე თავიანთი გეგმებიც არ აქვთ ჩამოყალიბებული. ყოველ შემთხვევაშ, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება ყოველთვის, - ამბობს მედიკოსი. 

მედიკოსების მოთხოვნები უცვლელია. პროტესტის მონაწილეები მუშაობის უწყვეტ რეჟიმში  გაგრძელებას  და კლინიკის დირექტორის ზაზა ავალიანიას გადაყენებას ითხოვენ.