ვინ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება?

11.04.23 13:00
ვინ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილის  დაჯილდოება?

პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ჯილდო, რომელიც 2023 წელს მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა, ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელსაც პოლონეთი მსოფლიო მოღვაწეებს პროევროპული და პროანტალანტიკური საქმიანობისთვის გადასცემს. პრემია Promethean პორტალ niezalezna.pl-ს მიერ 2019 წელს მსოფლიოს გამოჩენილი პოლიტიკოსების, მეცნიერების , ბიზნესისა და კულტურის წარმომადგენლების დასაჯილდოებლად შეიქმნა, რომელთა საქმიანობაც ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვების ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება.

 პოლონეთის რესპუბლიკის გარდაცვლილი პრეზიდენტის, პროფესორ ლეხ კაჩინსკის  ოჯახის თანხმობით აღნიშნული ჯილდო მის უნიკალურ მემკვიდრეობას მიეკუთვნება, რომელსაც პოლონეთი კონკრეტულ პირებს პროევროპული და პროანტალანტიკური საქმიანობისთვის გადასცემს.

პრემიის პირველი ლაურეატი პრეზიდენტი ანჯეი დუდა გახდა.

წელს დაჯილდეოების ცერემონიალი 2023 წლის 12 აპრილს გაიმართება. 

2023 წლის Promethean Award პრემიის ლაურეატები არიან:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

პრემიერ-მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო აქტივების მინისტრი იაცეკ სასინი

დიდი ბრიტანეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი რობერტ ბენ უოლესი 

დამაჯილოდებელი კომისიის შემადგენლობაში არიან: 

იაროსლოვა კაჩინსკი - კანონის და სამართლიანობის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკის ძმა

ანა ფოტიგა - ევროპარლამენტარი

მაცეი ლოპინსკი - ლეხ კაჩინსკის ადმინისტრაციის ყოფილი მინისტრი  

რიშარდ ლეგუტკო - ევროპარლამენტარი

კატჟინა გოისკა - გაზეთ „ნეზალეჟნა გაზეტა პოსლკა - ნოვე პანსტვო“-ს მთავარი რედაქტორი

ტომაშ საკევიჩი - „გაზეტა პოლსკას“ მთავარი რედაქტორი

გჟეგოჟ ვეჟხოლოვსკი - ინტერნეტ პორტალ niezalna.pl-ს მთავარი რედაქტორი