მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოში იჩივლა

11.04.23 14:01
მიხეილ სააკაშვილმა ევროსასამართლოში იჩივლა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ევროსასამართლოში იჩივლა - ინფორმაცია "პირველებს" მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ დაუდასტურა. 

ცნობილია, რომ ევროკონვენციის 39-ე მუხლის თანახმად, სარჩელის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდება. 

"პირველების" ინფორმაციით,  საჩივარში მიხეილ სააკაშვილი სასჯელის გადავადებას და დაუყონებლივ აღსრულებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატები მესამე პრეზიდენტის წამებას და მის მიმართ არაადამიანური  მოპყრობის ფაქტებსზე ამახვილებენ ყურადღებას.

"დროებითი გადავადება, არის ასეთი სურვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, რომ აღიდგინოს ჯანმრთელობა. თუკი დარჩა მას ეს შანსი. მისი ჯანმრთელობა არ არის ამოუწურავი. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ძალიან ვცდილობ, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო" - ამბობს გიული ალასანია.