სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - სურამში ტრაილერების კილომეტრიანი რიგებია
სატრანსპორტო კოლაფსი რიკოთზე - ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე ტრაილების და ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სურამთან, სადაც ტრაილერის მძღოლები მეოთხე დღეა ღია ცის ქვეშ დგანან.
ავტომობილიები უღელტეხილზე არც მას შემდეგ გაუშვეს, რაც შაბათს გამოცხადდა, რომ რიკოთი საღამოს 7 სთ-დან გაიხსნებოდა. ამ დროისათვის კი ქვეყნის მთავარი მაგისტრალი სრულად ჩაკეტეს. მთავარ გვირაბთან ქვათაცვენაა და იქ გადაადგილება სიცოცხლისთვის საშიშია.
მძღოლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და ამბოლბენ, რომ თუ ალტერნატიულ გზას არ შესთავაზებენ, გზას გადაკეატვენ.
წუხელ მოვედით ღამის 23:00 საათზე, დაკეტეს გზა, გვითრეს, რომ დილის 09“00 საათზე გაგიშვებთო. ახლა დილის 09:00 საათზე გვეუბნებინა, რომ ამაღა გაგიშვებთო თუ არადა, შეიძლება არც გაგიშვათო. დავურეკეთ ოცმეთაურს, ოცმეთაურმა ახლა არ გვცალია თქვენთისო და გაგვითიშა ტელეფონი. პოლიციის ოცმეთაურმა. გზების დეპარტამენტშ დავრეკეთ, იქ გვითრეს, რომ ჩვენგან გახსნილია გზაო. ვერ გავიგე, სადამდე უნდა ვიყოთ ასე ტყეშ მიყრილები?, - ამბობს მძღოლი.