10 მლნ ნაგვის ურნებისთვის - თბილისის მერი 200 ნაგვის ურნას ყიდულობს
10 მილიონი ნაგვის ურნებისთვის - თბილისის მერი 200 ნაგვის ურნას ყიდულობს. ერთი ურნის ღირებულება 50 ათასი ლარია. დედაქალაქის მერმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კალაძემ მილიონების დახარჯვა ნაგვის ურნებში იმ ქალაქში, სადაც უმარავი სოციალურად დაუცველი ადამიანი ცხოვრობს. ხელისუფლების ოპონენტებს რჩებათ განცდა, რომ ნაგვის ურნების შემოსატანად მერიას კომპანიაც წინასწარ აქვს შერჩული და ის "ქართული ოცნების" შემომწირველი "ჯი თი გრუფფი " აღმოჩნდება.
პირველი კონტრაქტი, რომელიც ერთ პირთან მოლაპარალკებით გაუფორმეს კომპანია „ჯითი გრუფს“, ეს იყო საქართველოში პირველი და მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდა არცერთ კომპანიას. შესაბამისად, უკვე ამ კომპანიას გაუჩნდა ამ ტიპის გამოცდილება და მომდევნო ტენდერებში უკვე სარგებლობს უპირატესობით. ამ ტენდერშიც „ჯითი გრუფი“ იქნება გამარჯვებული და „ჯითი გრუფი“ არის კომპანია, რომელიც გამოირჩევა სხვა კომპანიებისგან იმიტომ, რომ ის არის „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველი, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი და კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად კალაძე თბილისელების ჯიბიდან კოლოსალურ თანხაებს ნაგვის ურნებისთის იღებს.
10 მლნ უნდა გადავიხადოთ 200 ნაგვის ურნის შესაზენად, არის კიდევ ერთი ტრაგიკომიკური გამოვლინება ამ ჩვენი მდგომარეობის, ვინაიდან 10 მნლ 200 ნაგვის ურნისთის არის კოლოსალურად დიდი თანხა და ნაცვლად იმისა, რომ ეს თანხა იხარჯებოდეს, სხვა ტიპების პრობლემები იყოს თბილისში მოგვარებული და ნაგავში არ ვცხოვრობდეთ, ვხედავთ, რომ ისევ სავარაუდოდ, იტალიურ კომპანიასთან, რომელიმე კალაძის მიერ შერჩეულ კომპანიასთან წავა ის თანხა, რომელიც თბილისელების ჯიბიდან არის ამოღებული, - ამბოლბს ბუაძე.
კახა კალაძე განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს.