სააკაშვილის საქმე იძლევა საფუძველს, რომ სტრასბურგმა არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინოს - ადვოკატი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე "პირველებს" უდასტურებს ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი გაგზავნა.
უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა იძლევა საფუძვლეს, რომ სასამართლომ დაადგინოს სააკაშვილის მიმართ არაერთი მუხლის დარღვევა:
საჩივარი ნამდვილად გაგზავნილია, რაც შეეხება პროცედურებს ევროპულ სასამართლოს ცხადია აქვს ძალიან მკაცრი დადგენილი პროცედურა, რაც გულისხმობს საქმის არსებით განსახილველად არსებით განხილვაში მიღებას, რომლის შემდეგაც გადაწყდება სახელმწიფომ დაარღვია თუ არა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისი დებულებები. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შელახვის ნაწილეზე საჩივარში არის საუბარი. დაცვის მხარე მიაჩნია, რომ ის ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, ჯამში იძლევა იმის საშუალებას და საფუძველს, რომ სასამართლომ დაადგინოს სააკაშვილის მიმართ არაერთი მუხლის დარღვევა“ - თუთბერიძე.