უხეში ჩარევის შედეგი თუ სავარაუდო კორუფცია - რამ მიიყვანა რიკოთი კატასტროფულ მდგომარეობამდე?

11.04.23 20:12
 უხეში ჩარევის შედეგი თუ სავარაუდო კორუფცია - რამ მიიყვანა რიკოთი კატასტროფულ მდგომარეობამდე?

სიცოცხლისთვის საშიში  რიკოთი - მთიდან მოწყვეტილი დიდი ლოდები ცენტრალურ მაგისტრალზე ყრია.  ადგილზე ახალ- ახალი კერები ეტაპობრივად ჩნდება.  რიკოთი ბოლო  ერთ თვეში უკვე მესამედ ჩაიკეტა. სურამთან ტრაილერების კილომეტრიანი რიგი უკვე ოთხი დღეა დგას, მანქანები სხვადასხვა პროდუქტით არის დატვირთული, რომლის ჩატანაც  დანიშნულების ადგილამდე ვერ ხერხდება. 

ერთი ძლიერი წვიმა ან  მცირე ბალიანი  მიწისძვრა რიკოთისთვის საბოლოო  განაჩენის ტოლფასი იქნება. ჩინურ კომპანიას იქ მთების მოჭრის უფლება ისე მისცეს, რომ არცერთი შესაბამისი კვლევა არ  იყო ჩატარებული.  ახლა სწორედ   შუაზე გადაჭრილი მთის მასების ცვენაა დაწყებული,  უამინდობის შემთხვევაში კი შესაძლოა კატასტროფული შედეგი დადგეს.

ფაქტია, რომ შავ სიაში შეყვანილი ჩინური კომპანიისა და მთავრობის შეთანხმება მძიმე ფასი გვიჯდება - ყველა დეტალი ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტში