დისკრედიტაციის შემდეგ დაშინება - "ოცნება" ხელოვანებს კრიტიკული პოსტების გამო ემუქრება

12.04.23 12:43
დისკრედიტაციის შემდეგ დაშინება - "ოცნება" ხელოვანებს კრიტიკული პოსტების გამო ემუქრება

"ქართულმა ოცნება" ხელოვანების დისკრედიტაციის შემდეგ მუქარაზე გადავიდა. ხელისუფლების  მხარადამჭერების თავადსხმის მსხვერპლი ხდება ყველა, ვინც  სოციალურ ქსელში კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს.

ამჯერად სამიზნე  "კონცეპტ არტის" დამფუძნებელი თეონა ჯორბენაძე გახდა. მას  ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო ბერა ივანიშვილის ძამაკაცი და "ქართული ოცნების" მეხოტბე, ლაშა ბასლანძე დაემუქრა.

კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც შალვა რამიშვილმა საკუთარ გადაცემაში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ხელოვანები გააკრიტიკა, ხოლო თეონა ჯორბენაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ხელოვანები, ვინც რამიშვილის გადაცემაშ მივლებ, მასთან ვეღარ ითანამშრომლებენ. 

სწორედ ამ პოსტმა გამოიწვია ლაშა ბასლანძის გაღიზიანება, რომელიც ჯორბენაძეს დაემუქრა.

ჯოერბენაძემ პოლიციას უკვე მიმართა.

ეს იყო უკიდურესად შეურაცხმყოფელი, იყო მუქარის შემცველი იმიტომ, რომ თურმე უნდა მომადონ ჩემო პატარა ფაშისტკა გოგო. ჯერ რომ ვნახე, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ, რომ ეს სრულიად უცნობი ადამიანი არის ჩემთვის, მერე გაირკვა, რომ არის "პოსტ ტვ"-ის თანამშრომელი და შემდეგ უკვე ვნახე მისი ჩახუტებული სურათები ხელისუფლებასთან და გასაგები გახდა, თუ რა აძლევს ძალას და რატომ მისცა თავის თავს უფლება, რომ ჩემზე გაისეირნოს, მაგრამ ეს არ გამოუვა უკვე. მე ვიყავი დღეს პოლიციაში, დავწერე განცხადება და სავარაუდოდ, მასზე გავისეირნებთ. ვინმე ვერც დავიმახსოვრე მისი სახელი და გვარი იმის გამო, რომ სადღაც არის შემძვრალი და ჰგონია, რომ ზურგს უმაგრებენ მან იფიქრა, რომ გაისეირნებს და დაგუგლოს ახლა და ნახოს ვინები გაისეირნებენ მასზე, - ამბობს ჯორბენაძე. 

სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭვერლი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. 

იყო წითელი ხაზის გადაკვეთა იმიტომ, რომ ეს ერთის მხრივ ჩემს უძვირფასეს მეგობარს ეხება და მეორეს მხრივ, იცით ადამიანები ჩვენთან ძალიან იოლად იყენებ ტერმინებს, რომელიც მოსაფრთხილებელია. მაგალითად, ფაშიზმი ალბათ ამას სხვა ინტელექტუალური საფეხური სჭირდება და სხვა გააზრება, როდესაც ნებისმიერ შემთხვევაში, საჯაროდ სხვა აადამიანებს ამკობს ასეთი ტერმინებით, მაგრამ უფრო ნიშანდობლივი იყო მამაკაცის მხრიდან ქალის მიმართ, ღვაწლიანი ქალის მიმართ ასეთი დამუქრების ტონი, - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.