რიკოთი ხვალიდან სპეციალური რეჟიმით გაიხსნება

12.04.23 13:00
რიკოთი ხვალიდან სპეციალური რეჟიმით გაიხსნება

რიკოთზე შეზღუდვები ნაწილობრივ იხსნება - გზა სატვირთო ავტომობილებისთვის დღეს გაიხსნება, მსუბუქი ავტომობილები კი გადაადგილებას 13 აპრილიდან შეძლებენ.

განცხადება გზების დეპარტამენტმა ცოტახნის წინ გაავრცელა.

"ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს" - წერია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

რაც შეეხება რიკოთის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სრულ აღდგენას, საავტომობილო გზების დეპპარტამენტის ცნობით, 13 აპრილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე გზაზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთვის, ხოლო 21:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო გზაზე გადაადგილებას მხოლოდ სატვირთო ავტომობილები შეძლებენ.

"13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით“ - წერია განცხადებაში.