ყალბი ფულის დამზადების საქმე - სასამართლომ ოთხივე ბრალდებული ციხეში გაუშვა

12.04.23 17:51
ყალბი ფულის დამზადების საქმე - სასამართლომ ოთხივე ბრალდებული ციხეში გაუშვა

ყალბი ფულის დამზადების ფაქტზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული სასამართლომ ციხეში გაუშვა. დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების წინააღმდეგ  პატიმრობის გამოყენებას პროკურატურა ითხოვდა. საქმის მასალების მიხედვით დანაშაულებრივი დაჯგუფება ყალბ დოლარებს სხვა ქვეყანაში ამზადებდა, საქართველოში კი ორი თვის განმავლობაში უკანონოდ ასაღებდა.

დაკავებულებს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. არცერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.