მარნეულში დევნის ოპერაციისას ავტმომობილი ამოტრიალდა - მოსახლეობის ნაწილმა პოლიციის ავტომობილი დალეწა
ხმაური და დაპირისპირებაა მარნეულში - რამენიმე წუთის წინ, სოფელ დაშტაფაში დევნის ოპერაციისას მსუბუქი ავტომობილი ხიდზე გადაბრუნდა.
ადგილზე შეკრებილების ერთი ნაწილის თქმით, პოლიცია "ოპელის" მარკის ავტომობილს აედევნა, მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და ამობრუნდა.
ფაქტმა ადგილობრივების გაღიზიანება გამოწვია, რამდენიმე ადგილობრივმა საპატრულო პოიციის ავტომობილი დააზიანეს. ფოტოებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია შს-სამინისტროს კუთნილი ავტომობილის შუშები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინცინდენტს შეხლა-შემოხლაც მოჰყვა.
ფოტოებს და ინფორმაციას Aktual.ge ავრცელებს.