დაპისირპირება პოლიციასთან მარნეულში - დაკავებულია სამი პირი
მარნეულში, სოფელ დაშტაფაში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამი პირი დაკავებულია - მათ შორის არის "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლი და ორი მგზავრი.
ადგილობრივების თქმით, გუშინ, გვიან ღამით, პოლიცია მსუბუქ ავტომობილს აედევნა, მძღოლმა საჭე ვერ დაემორჩილა და ამობრუნდა.
ფაქტმა ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება გამოწვია, მათ პოლიციის ავტომობილს ქვები ესროლეს. ინცინდენტი ამით არ დასრულებულა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. ერთმანეთს ერთი სოფლის მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ნაწილი პოლიციას იცავდა, ნაწილი კი შს სამინისტროს თანამშრომლებს უფლება-მოსილების გადამეტებაში ადანაშაულებდა.