აქ რომ მოვიგოთ, საქართველოც გაერთიანდებაო - უკრაინაში დაღუპული დავით ქუჩუკიანის ოჯახი სამძიმარს იღებს

13.04.23 11:20
აქ რომ მოვიგოთ, საქართველოც გაერთიანდებაო - უკრაინაში დაღუპული დავით ქუჩუკიანის ოჯახი სამძიმარს იღებს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, დავით ქუჩუკიანის ოჯახის წევრები დილიდან სამძიმარს იღებენ. სოფელ ბაბნისში დეილიდან ხალხმრავლობაა. 

"ორი კვირის წინ ვესაუბრე ბოლოს, რა განცდები ჰქონდა და უნდოდა, რომ თავისი სამშობლო, საქართველო გაერთიანებულიყო. დედა, აქ რომ მოვიგოთო, საქართველოც გაერთიანდებაო, იმიტომ რომ ჩვენ პატარა ერი ვართ, ისე ვერაფერს ვერ გავაკეთებთო, ეს იყო მისი აზრები", - ამბობს დაღუპული სამხედროს დედა.

 დავით ქუჩუკიანი ბახმუტთან ბრძოლის ველკზე დაიღუპა. ქართველი მებრძოლი სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს.