ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი - სისხლიანი ანგარიშსწორება ბაღდათში

13.04.23 12:03
ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი - სისხლიანი ანგარიშსწორება ბაღდათში

ერთი მოკლული და ერთი მძიმედ დაჭრილი - ბაღდათში სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.  "პირველების" ინფორმაციით, 47 წლის კაცი სანადირო თოფით მოკლეს.

ირკვევა, რომ მკვლელობით დასრულებულ დაპირისპირებას წინ საქმის გარჩევა და ხელჩართული ჩხუბი უძღოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. ქუჩური გარჩევა გასესხებული თანხის გამო მოხდა. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანამად, სანადირო თოფიდან იმ მამაკაცხმა გაისროლა, რომელსაც მოკლულის მეგობარი ქალი ფულს არ უბრუნებდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ე.წ. გარჩევაზე ორი პირი ბრალდებულმა თავად დაიბარა და თანხის დაბრუნება მოითხოვა. 

წყარო ბაღდათიდან "ტვ პირველს" უყვება, რომ ე.წ. გარჩევა უკვე დასრულებული იყო, როცა ბრალდებულმა კუთვნილი ავტომობილიდან თოფი გადმოიღო და რამდენჯერმე გაისროლა. 50 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირი, 21 წლის ბიჭი კი მძიმედ დაიჭრა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 19-109-ე მუხლით დაიწყო. ბრალდებული დაკავებულია.