რა ხდება რიკოთზე - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

13.04.23 12:56
რა ხდება რიკოთზე - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან

რიკოთის უღელტეხილზე ამ დრომდე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი არის ამოქმედებული. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ყველაზე დიდი გვირაბით გადაადგილება მსუბუქ ავტომობილებს დილის შვიდიდან საღამოს შვიდ საათამდე შეეძლებათ. სატვირთოებისთვის კი მოძრაობა საღამოს 9 საათიდან დილის ექვს საათამდე იქნება შესაძლებელი.

საგზაო დეპარტამენტში ამბობენ, რომ ქვათაცვენის შემდეგ, უღელტეხილზე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა და დამცავი კედელი დამონტაჟდა.

„რიკოთის უღელტეხილზე 147 კილომეტრში მონიტორინგის შედეგად, აღმოჩნდა ქვათაცვენა. პროვოცირების შედეგად ჩამოვიდა კლდოვანი მასა, მოძრაობა იქნა გადაკეტილი და გადართული გომი-საჩხერე-ჭიათურის მონაკვეთზე. 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. მოხდა გზის გაფართოების სამუშაოები და დამცავი კედლის გადმოტანა და ე.წ. დამცავი ბუფერული ზომის გაზრდა. გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და ამ ეტაპზე მოძრაობა აღდგენილია“ - აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი წერეთელი.