სასტიკი მკვლელობა ბაღდათში - შსს განცხადებას ავრცელებს

13.04.23 12:30
სასტიკი მკვლელობა ბაღდათში - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - უწყების ცნობით, დაკავებულია 60 წლის კაცი, რომელიც წარსულში ნასამართლევია. 


დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფინანსური დავის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ს. გ.-ს, ხოლო 2002 წელს დაბადებული გ.მ. დაჭრა.
 

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.კ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
 

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს"- წერს შსს.