ესპანეთში ქურდობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს
ესპანეთში ბინის ქურდობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავეს. ესპანური მედიის ცნობით, ქართველები 12 აპრილს ბინის გაქურდვის მცდელობის დროს აიყვანეს.
ოხივე დაკავებულს ქვეყნიდან დეპორტაცია ემუქრება, ისინი ქვეყანაში 8 წლის განმავლობაში ვერ შევლენ.
მოსამართლემ 4 ქართველს ესპანეთის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მისცა.