"მაქსიმალური მიეზღო" - მოკლული საბა მამფორიას დედა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

13.04.23 15:26
"მაქსიმალური მიეზღო" - მოკლული საბა მამფორიას დედა სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია

სტადიონზე მოკლული 14 წლის საბა მამფორიას ოჯახი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. 

"მაქსიმალური მიეზღო"- უთხრა საბას დედამ ჟურნალისტებს. 

„დადებითი განწყობა გვაქვს, რომ მაქსიმალური მიეზღო, სამართალმა ამით იზეიმა, მაგრამ საბა ხომ არასდროს არ დაგვიბრუნდება და ესეც რომ არ უნდა გარეწარის ოჯახს?!  ყველას დიდი მადლობა, ვისაც შეხება ჰქონდა ამ საქმესთან. სხვები გამოკვეთილია, სასამართლო თვითონ მიუზღავს რაც დანაშაული აქვთ იმათ.“ - ამბობს მოკლული ბიჭის დედა. 

ზუგდიდში გასულ წელს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. 17 წლის ბიჭი მოსამართლემ ციხეში 12 წლით გაუშვა.