დააზიანეს თუ არა მთავარი მტკიცებულებები ვაკის პარკის შადრევნის საქმეში - ხმაურიანი სასამართლო პროცესი გძელდება
საქალაქო სასამართლოში მკვლელი შადრევნის საქმეზე გამომძიებლის გამოკითხვა გრძელდება.
ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება საქმეში არის ცხაური. ის, როგორც ნივთმტკიცება დღეს სასამართლო დარბაზში გამოიკვლიეს და მოწმე გამომძიებელმა კიდევ ერთხელ თქვა, რა ნახა მაშინ, როდესაც ტრაგედიის დატრიალების შემდეგ პირველად მივიდა ადგილზე.
მოწმემ გაიხსენა, რომ ცხაურის ქვეშ იყო მოყოლილი კაბელი და იფიქრა, რომ სავარაუდოდ, ეს სწორედ ის კაბელი იყო, საიდანაც მოხდა დენის გაჟონვა და რომელმაც იმსხვერპლა 13 წლის გოგონას სიცოცხლე. მოგვიანებით კი ექსპერტიზამაც სწორედ ეს დაადგინა.
მოწმე ერასტი ჯაკობიას სასამართლო სხდომაზე დღეს კითხვები დაუსვა "გრინსერვის +"-ის ბრალდებულმა დირექტორმაც.
ლაშა ფურცხვანიძეს კითხვები იმ ხელსაწყოებთან დაკაშირებით ჰქონდა, რომლითაც უბედური შემთხვევის შემდეგ ექსპერტებთან ერთად ვაკის პარკის შადრევნის აზომვა აწარმოეს.
ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ შემთხვევის ადგილი დაზიანდა იმდენად, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელი გახდა და მიაჩნია, რომ მტკიცებულებები განზრახ დააზიანეს.