პოლიციის ტერორი მოქალაქეების წინააღმდეგ - უმძიმესი ღამის შემდეგ, მარნეულში ხალხი სამართალდამცველებს ამხელს
პოლიციის ტერორი მოქალაქეების წინააღმდეგ. უმძიმესი ღამის შემდეგ მარენულის სოფელ დაშტაფაში ხალხი სამართალდამცველებს ამხელს. მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სამი ბიჭის დაკავების სპეცოპერაცია პოლიციელებმა შეცდომით სხვა სახლებში ჩაატარეს, ოჯახები ააწიოკეს და იარაღს ბავშვებს უმიზნებდნენ. დაკავებულები მამაკაცები ახლა იზოლატორში ბრალის წარდგენას ელოდებიან
ადგილობრივები კი მათ გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქუჩაში პროტესტს აანონსებენ. მოსახლეობა ამტკიებს, რომ მამაკაცების დევნის ოპერაცია პოლიციელებმა კანონდარღვევით განახორციელეს, როცა დიდი სისწრაფით მიმავალმა სამართალდამცველებმა ახალგაზრდებს რამდენიმე კილომეტრი სპეციალური ციმციმების გარეშე სდიეს. ადევნების შემდეგ კი მანქანა ხევში გადავარდა.
დეტალები იხილეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.