დაბზარული ხიდი, აყრილი ბეტონი და ავტობანზე მოსეირნე ძროხები - რიკოთის შემდეგ, ბათუმთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა

13.04.23 20:50
დაბზარული ხიდი, აყრილი ბეტონი და ავტობანზე მოსეირნე ძროხები - რიკოთის შემდეგ, ბათუმთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა

ლანჩხუთთან დამაკავშირებელი ახალი ავტობანი მხოლოდ შინაურ ცხოველებს ემსახურება. რიკოთის შემდეგ ბათუმთან დამაკავშირებელი გზაც ჩაიკეტა. სამტრედიიდან ლანჩხუთამდე მიმავალი ჯერ არ გახსნილი ახალი მონაკვეთი  უკვე დაზიანდა, ხიდი დაიბზარა და ბეტონის საფარიც აიყარა. ავტობანზე, რომელზეც მილიონები დაიხარჯა, ახლა მხოლოდ ძროხები დასეირნობენ. მძღოლებს ბათუმისკენ შემოვლითი გზით უწევთ გადაადგილება, რის გამოც გურიაში  სატრანსპორტო კოლაფსის ახალ კერა გაჩნდა.

ლანჩხუთის გზაზე  პროდუქტით დატვირთული მისაბმელიანი ტრანსპორტის გრძელი რიგები დგას. ათეულობით ტრაილერი გზაზეა გაჩერებული და არც არავინ ეუბნება მძღოლებს როდის შეძლებენ გადაადგილებას. ადგილზე მომუშავე პერსონალი პირველებთან აღიარებს, რომ სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა, რის გამოც ახლადაშენებული ავტობანი უკვე მწყობრიდან გამოვიდა. ფაქტია, რომ სააღდგომოდ დასავლეთისკენ მიმავალ მოქალაქეებს იოლი გზა არ ელოდებათ.

დეტალები იხილეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.