უკრაინაში დაღუპული გმირი მებრძოლი, მიხეილ მაზანაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული გმირი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. მიხეილ მაზანაშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მეგობრები, ოჯახის წევრები და ნათესავები დახვდნენ.
მაზანაშვილი უკრაინაშიი ომის დაწყების დღიდან იბრძოდა. ქართველი გამოცდილი მეომარი ბახმუტში , ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
დილიდან ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. მოგვიანებით ცხედარს მშობლიურ სოფელ ზერტში გადაასვენებენ.
ოქროს ბიჭი იყო, ოგორ არ ვიცნობდი. ჩემს ბიჭებთან ისე იყო, მაგრად ძმაკაცურად იყო. სოფელი გლოვობს, საცოდაობაა, მიდის-მოდის ხალხი... ასეთუ უბედურება დატრიალდა. ეს პირველი შემთხვევა კი არ არის, ბევრია.. დაიჩაგრა ჩვენი სოფელი, - ამბობს ადგილობრივი.
პუტინის ომს საქართველოს რიგით 41 მებრძოლი შეეწირა.