ავარია სოფელ გომთან - დაშავდა 6 ადამიანი

14.04.23 12:04
ავარია სოფელ გომთან - დაშავდა 6 ადამიანი

ხაშურის მუნიციპალიუტეტის სოფელ გომთან ავარია მოხდა. ინფორმაციას "mozaikanew.ge" ავრცელებს. 

საინფორმაციო პორტალის ცნობით, ერთამენთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ისინი ხაშურის "გორმედის" საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. 2  მათგანის მდგომარეობა მძიმეა.