ეკონომიკური ოკუპაციის ზღვარზე - საქართველოში ყველაზე მეტ უძრავ ქონებას რუსები ყიდულობენ
ქვეყანა ეკონომიკური ოკუპაციის ზღვარზეა. რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უძრავ ქონებას აგროვებენ. ყიდულობენ ბინებს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
სტატისტიკის მიხედვით, უცხოელებზე რეალიზებული ქონებიდან ყველაზე მეტი რუსებზე მოდის. ოკუპანტი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსახლებული რუსები ამ გზით ბინადრობის უფლებას იღებენ და საქართველოშიი ცხოვრებას და საქმიანობას შეუფერხებლად აგრძელებენ.
დღეის მდგომარეობით, რუსეთის 6 ათასმა მოქალაქემ საქართველოში 15 ათასზე მეტი ბინა შეიძინა.
ეკონომისტები და დარგის ექსპერტების ამბობენ, რომ ფაქტები ხელისუფლებამ უნდა განომძიოს, რადგან უცნობია, რაში შეიძლება ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა აღნიშნული ბინები და კომერციული ფართები გამოიყენონ.
რისკებია, იმიტომ, რომ არ ვიცით, ეს რუსები ვინ არიან. არავის უკვლევია. ამდენი 10 ათასობით რუსის ჩასახლება ამ ქვეყანაში რომ რისკის შემცველია, ქვეყანაშ, რომლის ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული აქვს, ეგ არის ცალსახა რისკიდ ა მაგაზე ვინც უნდა მუსაოაბდეს, ის ან არ მუშაობს ან სხვა რამეს აკეთებს, - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
კიევ ერთი ექსპერტი ოთარ აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს სასათბურე პირობებს უქმნის.
საქართველოს მტავრობა ორიენტირებულია,რ ომ შეუქმნას რუსეთის მოქალაქეების სასათუბურე პირობები. ფაქტობრივად, რეგიონში, მათ არცერთ სახელმწიფოში არ აქვთ მსგავსი ტიპის უფლება და ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ ოპერაციებზე, უძრავ ქონებაზე და.ა.შ, როგორც მათ აქვთ საქართველოში, განსაკუთრებით ამ საქციელის ფონზე, როდესაც თანამედროვე ცივილური მსოფლიო ცდილობს,რომ მათ და მათი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზუღუდონ წვდომა გარკვეულ აქტივებზე, ვიღებთ საქარტველოში პირიქით, რომ საქარტველოდა თავისუფლად ხორციელდება ეკონომიკური ტრანსფერები, უძრავი ქონების შეძენა და ა.შ., - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.