ეროვნულმა ბანკმა "კრედო ბანკი" 30 ათასი ლარით დააჯარიმა

14.04.23 13:39
ეროვნულმა ბანკმა "კრედო ბანკი" 30 ათასი ლარით დააჯარიმა

ეროვნულმა ბანკმა "კრედო ბანკი" 30 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის “ კანონმდებლობის დარღვევას და მოთხოვნილი დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის შემთხვევებს ეხება. 

2 პირთან მიმართებით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, რომელიც ეხება პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

დამატებით, მათ შორის 1 (ერთ) პირთან მიმართებით დარღვეულია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრების მიმართ, ამავე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნა. ხოლო მეორე პირის შემთხვევაში დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 7 მაისის №82/04 ბრძანებით დამტკიცებული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის შეფასების სახელმძღვანელოს“ დანართი N1-ის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისადაც პოლიტიკურად აქტიურ პირს მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიანიჭოს რისკის მაღალი დონე.

წელს სებ-მა კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო 3 ბანკი, 3 მიკროსაფინანსო და ათობით ვალუტის გადამცვლელი პუნქტი  დააჯარიმა. მათ შორი არიან "ბანკი ქართუ" (64 000 ლარი) და "ტერაბანკი" (41 000 ლარი).