მრავალკილომეტრიანი საცობი ქვეყნის მთავარ ავტომაგისტრალზე - რიკოთი პარალიზებულია
რიკოთზე დაწესებული შეზღუდვების გამო უღელტეხილი, ფაქტობრივად, პარალიზებულია. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ყველაზე გრძელ გვირაბთან დილიდან მრავალკილომეტრიანი საცობი იყო. მიზეზი გადაადგილების სპეციალური რეჟიმია, რომელსაც მოახლოებული აღდგომის დღესასწაულიც დაემთხვა.
ჩუმათელეთიდან მოვდივარ. აქეთ მხარეს სასწაულად გადატვირთულია, დიდი საცობია საკმაოდ, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ამ დროისათის რიკოთე მდგომარეობა შედარებით დასტაბილურებულია.