ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვა და დატირება - გარდამოხსნის რიტუალი ტაძრებში
გარდამოხსნის რიტუალი ტაძრებში - სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის რიტუალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მესაყდრე მეუფე შიომ (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღასრულა.
მსახურება სიმბოლურად ჯვარცმული იესო ქრისტეს დაკრძალვასა და დატირებას ასახავს.
დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.
დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.