სოფელ ზერტში გლოვაა - უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი მშობლიურ სახლში მიასვენეს
სოფელ ზერტში გლოვაა. უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომარი მშობლიურ სახლში ცოტა ხნის წინ მიასვენეს. მიხეილ მაზანაშვილის ოჯახი სამძიმარს იღებს.
"მიშა მაზანაშვილი არ დაღუპულა, ის არის ცოცხალი. ის ყუკრაინაშ იმიტომ წავიდა, რომ საქართველო გადარჩენილიყო. 42 გმირი რომ დაიღუპა, 42-ვე შევა ისტორიაში". - ამბობენ სოფლის მკვიდრები.
ქართველი მეომარი, რომელიც ბახმუტში იბრძოდა რამდენიმე დღის წინ ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.
მეომარს, 18 აპრილს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.