"თავისუფლება ლაზარეს... არა რუსულ კანონს" - კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე წარწერები წაშალეს

15.04.23 10:41
"თავისუფლება ლაზარეს... არა რუსულ კანონს" - კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე წარწერები წაშალეს

"თავისუფლება ლაზარეს... არა რუსულ კანონს" -  კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე გუშინ ღამით დაწერილი  წარწერები დღეს დილით წაშალეს. 

ბესო დონაძე "პირველებთან" ამბობს, რომ რამდენიც არ უნდა წაშალოს მერიამ წარწერა კანცელარიასთან აღმართულ ღობეზე, იმდენი თავიდან გაჩნდება. 

"ძალიან ბევრი წარწერა გაჩნდება კიდევ მაგ ღობეზე, იმიტომ, რომ ეს არის სკვერი, რომელიც არ უკავშირდება თავისუფლებას. ეს არის პოლიტიკურად მიღებული გადაწყვეტილება. როდესაც ამ სკვერის შემოღობვა დაიწყეს, ეს იყო უკანონო, რადგან მერიას ნებართვა გაცემული არ ჰქონდა, ამიტომ, ამ სამშენებლო ღობეზე გაკეთებული წარწერა არის კანონიერი, ამიტომ მერიამ რამდენიც არ უნდა წაშალოს, წარწერა გაჩნდება ისევ თავიდან". - ამბობს ბესო დონაძე.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო სივრცე შემოღობილია და  შენობასთან მიახლოვებას ვეღარავინ შეძლებს.  დიდი შავი რკინის გალავანი  მთავრობის ადმინისტრაციას მთელს პერიმეტრზე შემოავლეს.