გომთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული დედა-შვილი გარდაიცვალა
გომი-ვაყის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან ორი ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი დედა-შვილია. ექიმების განცხადებით, 30 წლამდე ასაკის ქალი და 7 წლის ბავშვის ავარიის დროს მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გომთან ახლოს გუშინ დილით მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო.