საბორტო ჟურნალში გაპარული შეცდომა და აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ აღნიშნვნა - Wizz Air ბოდიშს იხდის
Wizz Air ბოდიშს იხდის. საბორტო ჟურნალში გაპარული შეცდომის გამო, კომპანია იძულებული გახდა, ახსნა-განმარტებები გაეკეთებინა.
როგორ მოხდა, რომ აფხაზეთი ჟურნალში ცალკე სახელმწიფოდ იყო აღნიშნული? უნგრულ კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ ხარვეზია.
შეცდომა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უშუალო ჩართულობით, ჟურნალის ონალინ ვერსიაში უკვე გამოასწორეს, ბეჭდური ვერსიაა კი მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტის და რუკის შესწორებული ვარიანტით.
"მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.