"საავტომობილო ნაკადები მომატებულია, დაწესებული შეზღუდვები კვლავ მოქმედებს" - ვითარება რიკოთზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი წერეთლის განცხადებით, მოძრაობა რიკოთზე დატვირთულია, რაც აღდგომის დღესასწაულისთვის დამახასიათებელია.
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ყველაზე გრძელი გვრაბით გადაადგილება ისევ სპეციალური რეჟიმით არის შესაძლებელი.
დილის შვიდი საათიდან მოძრაობა აღდგა მსუბუქი ავტომობილებისთვის და გადაადგილება დასაშვები საღამოს შვიდ საათამდე იქნება.
ტრადიციულად, აღდგომის დღესასწაულზე მომატებულია ყოველთვის ინტენსივობა და ნაკადები. საღამოს 19:00 საათამდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ რიკოთის მონაკვეთზე, ხოლო 19:00 საათის შემდეგ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა დასაშვები გომი-საჩხერე-ჭიათურაზე იქნება . 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მონიტორინგი, რომელშიც ჩართულები არიან სამშენებლო კომპანია, საზედამხედველო კომპანია და ასევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.