მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალმია - აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

15.04.23 15:05
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იერუსალმია - აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან

მართლმადიდებლური სამყარო წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდება. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა იერუსალმის აღდგომის ტაძარია. დაწყებულია მორწმუნეების ლიტანიობა. წუთი-წუთზე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე მაცხოვრის საფლავზე შევა და ამის შემდეგ უკვე ყველა წმინდა ცეცხლის გამოტანას დაელოდება. უსაფრთხოების წესები აღდგომის ტაძარში განსაკუთრებით არის გაძლიერებული. 

წმინდა მიწის ადგილების სტატუსკვოს შესაბამისააად, ცერემონიას ასრულებენ იერუსალიმის მართლამდიდებელი ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, კოპტური და სირიული ეკლესიების მღვდელმსახურები.  ვიდრე ტაძარში გადაინაცვლებდნენ, გარეთ შესრულდა არაბი მორწმუნეების ტრადიციული ლიტანიობა შეძახილებით. სწორედ  იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან დაიწყო ლიტანიობა.

აღდგომის ტაძარში ახლა ასობით მორწმუნე ელოდება წმინდა ცეცხლის გადმოსვლას. პირველ რიგში კი უნდა დასრულდეს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქიის მონაწილეობით ლიტანიობა. შემდეგ კი მას საგულდაგულოდ გაჩხრეკენ და ამის შემდეგ ის აღდგომის ტაძრის კუვუკლიაში შევა. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლიაა მონოფიზიტ მღვდელ მთავარსაც, მაგრამ მას მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს. ამ პროცესის დროს კი აღდგომის ტაძარში სრული მდუბრება იქნება.