საქართველო წმინდა ცეცხლის ჩამოსვლის მოლოდინში - მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება

მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად ემზადება. ტაძრებში ღამისთევის მსახურებისთვის სამზადისი მიმდინარეობს. მორწმუნეები და სასულიერო პირები ეკლესია-მონასტრებში შეკრებას იწყებენ.
11 საათიდან სამებაში იქნება საქართველოს პატრიარქი. მაცხოვრის საფლავიდან წამოღებულ წმინდა ცეცხლს პირველი სწორედ სამებაში მიიტანენ. სპეც-რეისი "თელავივი-თბილისი" აეროპორტში 23 საათსა და 20 წუთზე დაეშვება.
ცეცხლი აღდგომის ტაძარში შეკრებილებს იერუსალიმისა და სრულიად პალეს-ტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ ზუსტად 15 საათსა და 54 წუთზე გამოუტანა. არაბების ყიჟინისა და ტამტამების ხმებს არღვევდა შეძახილები ქართულად - "ქრისტე აღდგა".
ვრცლად იხილეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.