იუთუბერებს სოციალურ ქსელში ღია ცეცხლი გაუხსნეს - ცნობილი სახეები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

15.04.23 20:28
იუთუბერებს სოციალურ ქსელში ღია ცეცხლი გაუხსნეს - ცნობილი სახეები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

ცნობილი იუთუბერები გამოძიების დაწყებას ითხოვენ. მათი სახელებით შექმნილია ყალბი გვერდები, რომლითაც არასრულწლოვანებს სოციალურ ქსელში უკავშირდებიან. იგზავნება უხამსი შეტყობინებები და ფოტოები. 

გიორგი ვარდოსანიძე,  გიორგი დანელია და  თემურ გვარაძე ახლა რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან ითხოვენ.

განცხადებები გომელაურის უწყებას უკვე ჩაბარდა. იუთუბერებს აქვთ ეჭვი რომ მათი დისკრედ-ტაციიის კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს.

სკანდალური ამბის დეტალები იხილეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები