ჩვენი ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის, უმთავრესია ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის - ილია II
ჩვენი ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და უმთავრესია ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისთვის - ამის შესახებ ხაზგასმითაა საუბარი პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
"საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ქვეყანა მტერთა შემოსევებს იგერიებდა და მშვიდობა მუდამ სანუკვარი გვქონდა. დღესაც ქვეყანა უმძიმეს პერიოდს გადის და, ძალისამებრ ჩვენისა გვმართებს, ვიზრუნოთ ჩვენი მშვიდობიანი ხვალინდელი დღისათვის, ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისათვის, ჩვენს ძმებთან, - აფხაზებთან და ოსებთან, მშვიდობიანი თანაცხოვრების საფუძვლის შექმნისთვის.
შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას, - ნათქვამია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს სრული ვერია იხილეთ აქ.