"ვკადნიერდები და ვთხოვ იესოს, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ - ილია II

16.04.23 00:34
"ვკადნიერდები და ვთხოვ იესოს, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“ - ილია II

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში უკრაინაზეც საუბრობს. ილია მეორე ლოცავს ომში მყოფ ქვეყანას და მას მთელს მსოფლიოსთან ერთად მშვიდობას უსურვებს.

შევთხოვ უფალს, მოწყალე თვალით მოხედოს საქართველოს და დიდ ჭირთა და განსაცდელთაგან გვიხსნას.
ვკადნიერდები და ასევე ვთხოვ ტკბილ იესოს, როგორც აკურთხა მან მშვიდობით აღდგომის შემდეგ მოციქულები, უკრაინა და მთელი მსოფლიო ღირს-ყოს მიმართვისა: „მშვიდობა თქვენდა!“
ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო,
მაშ, ვიხარებდეთ ქრისტეს აღდგომით და ვიქადოდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეს სრული ვერია იხილეთ აქ. 

მსგავსი სიახლეები