რუსების საქეიფოდ დავტოვო ეს არემარე? - ოკუპაციის სიმბოლო ვალია ბებო აღდგომას ისევ მავთულხლართებს მიღმა ხვდება

16.04.23 11:28
რუსების საქეიფოდ დავტოვო ეს არემარე? - ოკუპაციის სიმბოლო ვალია ბებო აღდგომას ისევ მავთულხლართებს მიღმა ხვდება

ოკუპაციის სიმბოლოდ ქცეული ვალია ბებო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ისევ მარტო მავთლხლართებს მიღმა ხვდება. მოხუცი, საკუთარი მეუღლის ანდერძს ასრულებს. არ ტოვებს მშობლიურ სახლს და ცხოვრებას რუსული ოკუპაციის პირისპირ აგრძელებს.

ვალია ბებო ამბობს, რომ საკუთარ სახლს რუსებს არ დაუთმობს. 

ზერტიდან უნდა მოვიდნენ დათას ნათესავები და არ შემოუშვეს. მეზობელმა უნდა ამიყვანოს სასაფლაოზე და რაღაცეებს ვამზადებ. გუშინაც მომაწოდეს ქართველებმა რაღაცეები. დათას ბიძაშვილებიც უნდა მოვიდნენ გორიდან, არავინ არ მოვიდა ჯერ და აბა, რა ვიცი... მაღლიდან არ უშვებენ ხოლმე აქ, რუსები არ უშვებენ.... როგორ დავტოვო ეს არემარე და რუსებმა იქეიფონ? იმ კაცმა მითხრა, რომ „ესო ჩვენი მიწააოო“, შენი მიწა რუსეთშია, ომი რომაა, იქ წადი, აქ რა გინდა, -მეთქი?, - ამბობს ვალია ბებო. 

საოკუპაციო ხაზთან წინა აღდგომიდან ამ დღემდე, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახელეობა   საკუთარი წინაპრების საფლავებს შორიდანაც ვერ უახლოვდებიან. 

მამაჩემის საფლავი იქით არის...ვერ მივდივარ...რაც წამოვედით, ვეღარ მივდივარ. იმის საფლავზე სულ არ გავსულვარ, - ამბობს ტირილით ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები