თბილისი-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზა სამი წელია კეთდება - ოპოზიცია შესაძლო კორუფციაზე საუბრობს
ჩოხატაური ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ამ დრომდე პარალიზებულია. ცენტრალურ გზაზე გავლა უკვე წლებია შეუძლებელია. თითქოს პროცესმა წინ წაიწია, ასფალტის საფარი დააგეს, თუმცა მოულოდნელად ახალი გზა აყარეს და მშენებლობა თავიდან დაიწყეს.
პრემიერის დაპირება, რომ ჩოხატაური ტურისტულ ჰაბად უნდა იქცეს, ამ დრომდე დაპირებად რჩება. გურიაში ჩასულ ვიზიტორებსს დანიშნულების ადგილამდე მისვლა შემოვლითი გზებით და დიდი ხარჯებით უწევთ.
ნასაკირალის უღელტეხილის რეაბილიტაციისთის ევროპის ბანკმა 59 მლნ გამოჰყო, რომლის ტენდერიც ჩინურმა კომპანიამ მოიგო, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დასრულებულა. ადგილზე საგზაო ნიშნებიც არასწორად არის დადგმული.
აღნიშულ საკითხზე სიუჟეტი ტვ პირველმა ჯერ კიდევ შარშან გააკეთა, რის შემდეგაც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ირწმუნებოდა, რომ გზა, რეალურად დაგებული იყო და გავრცელებული ინფორმაცია შიმართლეს არ შეესაბამებოდა.
მოუგვარებელ პრობლემას ადგილობრივები უკვე ხუმრობით უდგებიან, თუმცა ამბობენ, რომ მტვერი აწუხებთ და საკითხი მოსაგვარებელია.
არასწორად იყი დაგებული და ახლა აიღეს და აკეთებენ. ახლა წვიმამ შეუშალა ხელი, თორემ აგებენ. ახლა ზაფხულის ასფალს აგებენ, ზამთარი იყო და გავიდა, - ხუმრობენ ადგილობრივები.
ოპოზიცია კი კორუფციულ ნიშნებზე საუბრობს. ენმს წევრები შესაბამის სტრუქტურებს საკითხთან დაკავშრეით გამოძიების დაწყებისკენ სმოუწოდებენ.
ხელისუფლებამ 3 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა რამდენიმე კილომეტრი გზა დაეგო და ამისთის გამოყო მილიონობით ლარი. ეს არის თბილისი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა, უღელტეხილი, სადაც ყოველი წლის დასაწყისშ გადათხრიან, შემდეგ კიდევ დააგებენდ ა უფრო მეტიც, ჩვენ შარშან მაისში თუ აპრილში გავაპროტესტეთ და ამისთის საკრეულოს 2 წევრი დააკავეს და ჩვენს დეზინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულეს. მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან რომ არა კორუფცია და რომ არა დანაშაული, დღეს ეს პრობლემა არ იქნებოდა, - ამბობს ოზურგეთის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე დავით მჟავანაძე.