ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებლის სახურავი დაიწვა - 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

16.04.23 12:09
ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებლის სახურავი დაიწვა - 10-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, დევნილთა საცხოვრებლის სახურავი დაიწვა. 10-მდე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ღუმელის საკვამურის მილმა გამოწვია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდათ, მათ შორის, ავეჯი და ტექნიკა.  

დევნილები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი პრობლემებით  არასდროს ინტერესდებიან.