"ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ვარ" - თათია სამხარაძე უცხო ქვეყნების საელჩოებს დახმარებას სთხოვს

16.04.23 12:20
"ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ვარ" - თათია სამხარაძე უცხო ქვეყნების საელჩოებს დახმარებას სთხოვს

თათია სამხარაძე უცხო ქვეყნის საელჩოებს დახმარების თხოვნით მიმართავს. ძალადობის მსხვერპლი ქალი ვარაუდობს, რომ მას უთვალთვალებენ. 

სამხარაძე ამტკიცებს, რომ ეგრეთწოდებული ფეიქ ექაუნთებიდან ანონიმურ შეტყობინებებს უგზავნიან  და საპოლიციო თეთრი შკოდებიიი ჩუმად დაყვებიან. 

ქალი, რომელმააც შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე ერთი სასამართლო დავა უკვე  მოუგო, ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძობს და არც  ქართულ ინსტიტუციებს ენდობა.

ჩემს სახლთან გუშნწინ ღამით იდგა  თეთრი შკოდა შავი მინებით დაქოქილ მდგომარეობაში. არსებობს მოწმე, რომელმაც ჩემთან ერთად ეს შკოდა ნახა. ამავდროულად, გუშინ ფეიკი ექაუნთიდან ინსტაგრამზე მომწერეს ზუსტი დრო და ადგილი, სადაც წინა ღამით ვიმყოფებოდი ჩემს მეგობართან ერთად. ერთია, როდესაც გითვალთვალებენ, როდესაც საგფრთხეს წარმოადგენ სახელმწიფოსთვის და არ ვიცი, მართლა მტერი ხარ და მეორეა, როდესაც უთვალთვალებენ ჩემნაირ ადამიანს სრულიად უკანონოდ მხოლოდ იმისთვის, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ მამყოფონ. არცერთი ინსტიტუციის ნდობა არ გამაჩნია და რეალისტურად ვუყურებ სამყაროს. მინდა მივმართო შვედეთის ელჩს, მინდა მივმართო ამერიკის ელჩს, მინდა მივმართო ჰოლანდიის და საფრნაგეთის ელჩებს და ვთხოვო მათ პირადად დაინტერესდნენ ჩემს წინააღმდეგ უკანონო თვალთვალის საქმით, - ამბობს ჟურნალისტი. 

მსგავსი სიახლეები